მოხსენების სათაური:
„პური და
ხარისხი“
თემის აქტუალობა: ზოგჯერ მეწარმეები მოგების გაზრდის
მიზნით სარეალიზაციოდ მაღალი ტენიანობის პროდუქტს უშვებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის შემცველობა პურში ბევრად განაპირობებს მის
ხარისხს. ამიტომ მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაეკონტროლებინათ რამდენად ხარისხიან პურს
აცხობენ თიანეთის პურის საცხობები.
პროექტის მიზანი: ექსპერიმენტის საშუალებით განსაზღვრონ პურში წყლის შემცველობა; მოახდინონ მომზადებული პროექტის პრეზენტაცია; აღნიშნული პროექტ- გაკვეთილი მოსწავლეებს განუვითარებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარს, კვლევითი ეტაპების დაგეგმვის, კვლევითი პროცედურების განხორციელების, მონაცემების აღრიცხვის, ანალიზისა და შეფასების უნარებს. პირადად მე, კი პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას მივმართავ იმისთვის, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისადმი სწავლის ინტერესი და ასევე ისეთი კომპეტენციები, როგორიცაა: პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პროდუქციის შექმნა, პრეზენტაცია, რაც მათ შემდგომ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.

საგანი: ქიმია მონაწილეთა
ასაკი: 14-15 წელი
განხორციელებლის დროის ჩარჩო: ექვსი საგაკვეთილო საათი (2013-2014 სასწავლო წელი)
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ წყვილებში მუშაობის, კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები; ექსპერიმენტის დაგეგმვის, ჩატარების,შედეგების ანალიზისა და დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევები; შესრულებული სამუშაოს ფოტომასალა აიტვირთება პროექტის ბლოგზე; პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი: პური, სასწორი, ელექტროღუმელი.

პროექტის მსვლელობა (მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა)
პროექტის ინიციატივა: მოსწავლეებს გავაცანი კვების პროდუქტების ექსპერტის შალვა მელქაძის
სტატია „რა უნდა ვიცოდეთ მარცვლეულის გადამუშავების
პროდუქტების - პურის, ბურღულის, მაკარონის შესახებ?“... ყურადღება გავამახვილეთ პურზე
და მასში წყლის შემცველობაზე.
დისკუსია (შედეგი - პროექტის მონახაზი). გაიმართა მცირე დისკუსია, რომლის შედეგადაც მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ემუშავათ პროექტზე წყვილებში. შეიქმნა ხუთი წყვილი.
ქმედების სფეროს ერთობლივი განვითარება ( შედეგი- პროექტის გეგმა).
მოსწავლეებს ვაჩვენე, ჩემს მიერ წინასწარ მომზადებული, სლაიდ-შოუ, რომელშიც მოკლედ არის აღწერილი ის პროცედურები, რაზეც მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ ( სლაიდი 1- ).
კერძოდ: მოსწავლეებმა პროექტი უნდა გაყონ ორ ნაწილად: თეორიული და ექსპერიმენტალური.
თეორიულ ნაწილში მოსწავლეები (სურვილისამებრ) ზოგადად ისაუბრებენ პურის შესახებ; ყურადღებას გაამახვილებენ პურის ცხობისთვის საჭირო ძირითად და დამხმარე ნედლეულზე; პურის ხარისხზე და პურში წყლის შემცველობაზე. ექსპერიმენტულ ნაწილში მოსწავლეები მოგვითხრობენ ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ მოსწავლეები იყიდიან ან გამოაცხობენ პურს;
აწონიან და ჩაინიშნავენ საწყის წონას (აღნიშნავენ m1), მოათავსებენ პურს ელექტრო ღუმელში 150°C 40-45 წთ. პურს ღუმელიდან გამოღების შემდეგ გააცივებენ და აწონიან (მასას აღნიშნავენ m2),
გამოითვლიან პურში წყლის შემცველობას ფორმულით mწყ=
m1 –m2; გამოიანგარიშებენ პურში წყლის მასურ წილს პროცენტობით W= mწყ/ m1* 100%; ექსპერიმენტის
შედეგებს შეიტანენ ცხრილში (სლაიდი ). მოსწავლეებმა
გააკეთეს მოკლე ჩანაწერები და შეადგინეს პროექტის სამუშაო გეგმა. აქვე გადაწყვიტეს
პროექტი დაასრულონ ექვს საგაკვეთილო საათში.
დაგეგმილის განხორციელება: ერთობლივი გადაწყვეტილებით შევთანხმდით, რომ პროექტის შუალედური მონიტორინგის მიზნით, შევიკრიბოთ მეოთხე საგაკვეთილო საათზე.
პროექტის დასასრული (შედეგი- მომზადებული პროექტის წარმოდგენის ფორმის შემუშავება). მოსწავლეებს გავაცანი პროექტის გაფორმების გეგმა ( სლაიდი--). მოსწავლეებმა გადაწყვიტეს პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მუშაობის პროცესში გადაღებული სურათებით, შექმნან ილუსტრირებული ჟურნალები; სტუმრებისთვის მოამზადონ მოსაწვევი ბარათები ; გამოუშვან ბუკლეტი სახელწოდებით: „ცოტა რამ პურის შესახებ“; გამართონ პროექტის პრეზენტაცია; პრეზენტაციაზე გადაიღონ სურათები და მოამზადონ სლაიდ-შოუ.
განხორციელებული პროექტის განხილვა და საბოლოო შეფასება: პროექტის საბოლოო შეფასება, რომ უფრო გამჭვირვალე და ვალიდური იყოს მოსწავლეებმა მოიფიქრეს, პროექტზე მუშაობის პროცესში და პრეზენტაციაზე გადაღებული ფოტომასალით მომზადებული სლაიდების გაშვება. ეს საშუალებას მოგვცემს თვალნათლივ დავინახოთ პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ მასზე და მოვახდინოთ შეფასება. პროექტის შეფასებისთვის გამოვიყენეთ ორი რუბრიკა: 1.ჩატარებული ექსპერიმენტალური სამუშაოს და 2.პროექტის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები იქვე, მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით, შევადგინეთ შეფასების რუბრიკებიც.
დავადგინეთ პროექტის საბოლოო განხილვის თარიღი.
დისკუსია (შედეგი - პროექტის მონახაზი). გაიმართა მცირე დისკუსია, რომლის შედეგადაც მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ემუშავათ პროექტზე წყვილებში. შეიქმნა ხუთი წყვილი.
ქმედების სფეროს ერთობლივი განვითარება ( შედეგი- პროექტის გეგმა).
მოსწავლეებს ვაჩვენე, ჩემს მიერ წინასწარ მომზადებული, სლაიდ-შოუ, რომელშიც მოკლედ არის აღწერილი ის პროცედურები, რაზეც მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ ( სლაიდი 1- ).
კერძოდ: მოსწავლეებმა პროექტი უნდა გაყონ ორ ნაწილად: თეორიული და ექსპერიმენტალური.
თეორიულ ნაწილში მოსწავლეები (სურვილისამებრ) ზოგადად ისაუბრებენ პურის შესახებ; ყურადღებას გაამახვილებენ პურის ცხობისთვის საჭირო ძირითად და დამხმარე ნედლეულზე; პურის ხარისხზე და პურში წყლის შემცველობაზე. ექსპერიმენტულ ნაწილში მოსწავლეები მოგვითხრობენ ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ მოსწავლეები იყიდიან ან გამოაცხობენ პურს;
აწონიან და ჩაინიშნავენ საწყის წონას (აღნიშნავენ m1), მოათავსებენ პურს ელექტრო ღუმელში 150°C 40-45 წთ. პურს ღუმელიდან გამოღების შემდეგ გააცივებენ და აწონიან (მასას აღნიშნავენ m2),
დაგეგმილის განხორციელება: ერთობლივი გადაწყვეტილებით შევთანხმდით, რომ პროექტის შუალედური მონიტორინგის მიზნით, შევიკრიბოთ მეოთხე საგაკვეთილო საათზე.
პროექტის დასასრული (შედეგი- მომზადებული პროექტის წარმოდგენის ფორმის შემუშავება). მოსწავლეებს გავაცანი პროექტის გაფორმების გეგმა ( სლაიდი--). მოსწავლეებმა გადაწყვიტეს პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მუშაობის პროცესში გადაღებული სურათებით, შექმნან ილუსტრირებული ჟურნალები; სტუმრებისთვის მოამზადონ მოსაწვევი ბარათები ; გამოუშვან ბუკლეტი სახელწოდებით: „ცოტა რამ პურის შესახებ“; გამართონ პროექტის პრეზენტაცია; პრეზენტაციაზე გადაიღონ სურათები და მოამზადონ სლაიდ-შოუ.
განხორციელებული პროექტის განხილვა და საბოლოო შეფასება: პროექტის საბოლოო შეფასება, რომ უფრო გამჭვირვალე და ვალიდური იყოს მოსწავლეებმა მოიფიქრეს, პროექტზე მუშაობის პროცესში და პრეზენტაციაზე გადაღებული ფოტომასალით მომზადებული სლაიდების გაშვება. ეს საშუალებას მოგვცემს თვალნათლივ დავინახოთ პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ მასზე და მოვახდინოთ შეფასება. პროექტის შეფასებისთვის გამოვიყენეთ ორი რუბრიკა: 1.ჩატარებული ექსპერიმენტალური სამუშაოს და 2.პროექტის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები იქვე, მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით, შევადგინეთ შეფასების რუბრიკებიც.
დავადგინეთ პროექტის საბოლოო განხილვის თარიღი.
შედეგი
მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, გამოიკვლიეს
როგორც, სახლში გამომცხვარი, ასევე სხვადასხვა პურის საცხობებში გამომცხვარი პურები; გადაიღეს
მუშაობის პროცესის ამსახველი სურათები; შექმნეს ნახატები; მოამზადეს ილუსტრირებული ჟურნალები (სლაიდი ), რომლებიც პრეზენტაციის
დასრულების შემდეგ საჩუქრად გადასცენ სკოლის ბიბლიოთეკას. დაბეჭდენ
მოსაწვევი ბარათები და ბუკლეტი
მოაწყვეს პროექტის შედეგების პრეზენტაცია; გადაიღეს სურათები და პროექტის საბოლოო განხილვისათვის მაოზადეს სლაიდ-შოუ.

დასკვნა
მოსწავლეებმა
აღნიშნული პროექტით მოახდინეს მიღებული ცოდნის ტრანსფერი, კარგად ითანამშრომლეს ერთმანეთთან,
გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კვლევის არსი და ჩატარებული ექსპერიმენტი ნათლად და საინტერესოდ აღწერეს და შეაჯამეს. თავიანთი ნამუშევრების წარმოდგენისთვის ეფექტურად გამოიყენეს ვიზუალური მასალები: (ფოტოები, ნახატები). პრეზენტაცია აუდიტორიისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პრეზენტაციაში აქტიურად მონაწილეობდა ყველა მოსწავლე, პრეზენტატორები კარგად ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს,დამაჯერებლად პასუხობდნენ აუდიტორიის კითხვებს.
მოსწავლეებმა საბოლოოდ კარგად გაართვეს თავი პროექტს, დაიმსახურეს დამსწრე საზოგადოების მოწონება და მაღალი შეფასება.

გამოყენებული ლიტერატურა
1.
ქიმია ( IX კლასი). ავტორი მ. ვარდიაშვილი; გამომცემლობა
„ინტელექტი“
2.
ქიმია (XI კლასი). ავტორი ლ. თევზაძე; გამომცემლობა
„დიოგენე“(მასწავლებლის წიგნი შეფასების რუბრიკებისთვის)
3.
ინტელის ტრენინგ-კურსი
4.
სტატია „როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი“
ავტორი ს.ლობჟანიძე
5.
საზოგადოებრივ-რელიგიური
ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“
პროექტის ფასილიტატორი: ნ.ლომაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
nana.lomadze2010@gmail.com